ჩემს შესახებ

ყველა რესურსი თქვენი სახლის კომფორტიდან

მოგესალმებით

✅️მე ვარ მათემატიკის მასწავლებელი და მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემი განვლილი გზის შესახებ:

📌ჩემი განათლების მიღების ათვლის სათავე საშუალო სკოლის შემდეგ იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,სადაც ფიზიკა მათემატიკა კომპიუტერების მეცნიერებათა ფაკულტეტზე შევაჩერე არჩევანი,რადგან ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა სამომავლო პროფესიად.

✅️დამატებით სპეციალობად კი გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა,რითაც მომენიჭა მასწავლებლობის უფლება-მოსილება.

✅️ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დამატებით მოვიპოვე განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა იყო.

✅️მას შემდეგ ვმუშაობ მათემატიკის მასწავლებლად და ყოველდღიურად ვაგროვებ სამუშაო გამოცდილებას.

✅️ამასთან მუშაობის პერიოდში შევიძინე უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

✅️ჩავაბარე წამყვანი მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და სასკოლო მოღვაწეობის მანძლზე შეგროვებული პორტფოლიო წარვუდგინე სამინისტროს ექსპერტებს,რის საფუძველზეც მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

❌️რა თქმა უნდა ამ განვლილ გზაზე ხშირად ვაწყდებოდი სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებს, რაც მაფერხებდა და ზოგ შემთხვევაში გამოსავლის ძიებაში დღეებს მაკარგვინებდა.

🙏ჩემდა საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ რთული მდგომარეობის დაძლევაში და ამისთვის ყველას მიმართ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ.

✅️ახლა კი მე მინდა ვიყო – მოსწავლეებისთვის,მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის

📍 მრჩეველი და მოტივატორი, იმისთვის,რომ მსგავს დაბრკოლებებს აგარიდო,დრო ფუჭად არ დაგაკარგვინო
📍სხვა თვალით დაგანახო ის,რაც შენთვის აქამდე ბუნდოვანი და გაუგებარი იყო
📍მარტივ ენაზე მოგაწოდო მეცნიერული ტერმინები,გაგიქრო შფოთვები და შიშები,სწავლის პროცესშიც და გამოცდებზეც
📍გასწავლო მათემატიკასთან ურთიერთობის ფსიქოლოგია და არამარტო…

და რაც ყველაზე მთავარია შემიძლია განათლების (სწავლის) ფსიქოლოგიის მასტერკლასები შემოგთავაზო სულ მალე….

🙈შენში უფრო მეტი პოტენციალია, ვიდრე წარმოგიდგენია,ერთად აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ იგი.