ჩემ შესახებ
დაესწარით ყველა გაკვეთილს თქვენი სახლის კომფორტიდან.
მოგესალმებით
✅️მე ვარ მათემატიკის მასწავლებელი და მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემი განვლილი გზის შესახებ:
📌ჩემი განათლების მიღების ათვლის სათავე საშუალო სკოლის შემდეგ იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,სადაც ფიზიკა მათემატიკა კომპიუტერების მეცნიერებათა ფაკულტეტზე შევაჩერე არჩევანი,რადგან ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა სამომავლო პროფესიად.
✅️დამატებით სპეციალობად კი გადავწყვიტე გამევლო მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა,რითაც მომენიჭა მასწავლებლობის უფლება-მოსილება.
✅️ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დამატებით მოვიპოვე განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა იყო.
✅️მას შემდეგ ვმუშაობ მათემატიკის მასწავლებლად და ყოველდღიურად ვაგროვებ სამუშაო გამოცდილებას.
✅️ამასთან მუშაობის პერიოდში შევიძინე უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
✅️ჩავაბარე წამყვანი მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და სასკოლო მოღვაწეობის მანძლზე შეგროვებული პორტფოლიო წარვუდგინე სამინისტროს ექსპერტებს,რის საფუძველზეც მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი
❌️რა თქმა უნდა ამ განვლილ გზაზე ხშირად ვაწყდებოდი სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებს, რაც მაფერხებდა და ზოგ შემთხვევაში გამოსავლის ძიებაში დღეებს მაკარგვინებდა.
🙏ჩემდა საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ რთული მდგომარეობის დაძლევაში და ამისთვის ყველას მიმართ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ.
✅️ახლა კი მე მინდა ვიყო
📍შენიანი
📍შენი მრჩეველი
📍 შენი მოტივატორი იმისთვის,რომ მსგავს დაბრკოლებებს აგარიდო
📍დრო ფუჭად არ დაგაკარგვინო
📍სხვა თვალით დაგანახო ის,რაც შენთვის აქამდე ბუნდოვანი და გაუგებარი იყო
📍მარტივ ენაზე მოგაწოდო მეცნიერული ტერმინები
📍და გასწავლო მათემატიკასთან ურთიერთობა.
🙈რა იცი იქნებ შენში უფრო მეტი პოტენციალი აღმოაჩინო ვიდრე წარმოგიდგენია.